saqarTvelos uReltexilebi - arxotis uReltexili
კოორდინატები | 42°35`55` ჩ. გ. 44°51`11` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3235 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. აღმოსავლეთ კავკასიონზე, მდებარეობს კიდეგანის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3235 მ. აკავშირებს სნოს ხეობას არხოტის ხეობასთან. სოფელ ჯუთიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) გადის საცალფეხო ბილიკი პირიქითა ხევსურეთის ყოფ. არხოტის თემში (სოფლები ახიელი და ამღა).